rocket

შენი პლანეტა

დადაამ, დადგა დრო, როდესაც ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა ეს ის მომენტია, როდესაც დასასრული შესაძლოა დასაწყისს ნიშნავდეს. ახლა უკვე კარგი დაფიქრება, კონკრეტულ პლანეტაზე კომფორტულად მოკალათება, ზუსტი გეგმის განსაზღვრა და სასურველი გრანტის მოპოვებისაკენ სწორად ორგანიზებული ნაბიჯებია საჭირო. უმნიშვნელოვანესია სწორი არჩევანი მივიღოთ და განვსაზღვროთ თუ რომელი გრანტი სჭირდება ჩვენს იდეას განსახორციელებლად. უკვე მოიფიქრე რომელი გრანტია შენი?😊

პალიტრა მედია

გზად თანაპლანეტელებისაგან გავიგე, რომ აქვე ახლოს ყოფილა “პალიტრა მედიის” პლანეტაც, სადაც აუცილებლად საინტერესო ინფორმაციას მივიღებდი და ცოტახნით იქ შევიარე. „პალიტრა მედიამ“ დააფუძნა სტარტაპ ფონდი „კედარი ვენჩერსი“. ფონდი ინოვაციურ სტარტაპებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ კონკრეტულ საკითხებში მეტი ინოვაციურობა მმართებდა.

კრისტალი

ამ მოგზაურობისასვე შევიტყვე ახალი პლანეტის შესახებ საკმაოდ საინტერესო სახელით. კრისტალმა დააფუძნა „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“, სადაც 16-დან 28 წლამდე აპლიკანტები მონაწილეობენ, რომელთაგან 61-მა მიიღო დაფინანსება ბიზნესის დასაწყებად ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალიდან. ამის გაგებისას ძალიან დამწყდა გული. 17 წლის რომ ვიყავი, მე და ჩემს მეგობარს, გრანტბოს ბიზნეს იდეა გვქონდა, რომელსაც ბევრი არასერიოზულად აღიქვამდა. რეალურად მაშინ ასეთი შესაძლებლობები რომ გვქონოდა, ძალიან მოხარულები ვიქნებოდით.

EU4Business

იქვე არ შემეძლო “EU4Business“-ის პლანეტაზე არ მივსულიყავი, სადაც საგარანტიო პროგრამას წავაწყდი, რომელიც აფინანსებს ინვესტიციებს ძირითად და საბრუნავ საშუალებებზე. აქედან EU4Business-EBRD-ის საკრედიტო პროგრმის შესახებაც შევიტყვე და გზად იქაც გავიარე. როგორც აღმოჩნდა, ეს პლანეტა მარტო სესხს სულაც არ მოიცავს და შეთანხმების შემდგომ სესხის მოცულობის 15%-იან გრანტს მთავაზობდა. სულაც არ ვგეგმავდი ამ პლანეტაზე დიდი ხნით გაჩერებას, მაგრამ შევიტყვე, რომ სოფლის განვითარების პროგრამაც არსებობს, რაც გულისხმობს ინოვაციური პროექტების დაფინანსებას75 000 აშშ დოლარის ფარგლებში 70% იანი თანამონაწილეობით. შესაძლებელია ეს არაორბიტული კოსმოსური მოგზაურობა ძალიან მალე მომბეზრებოდა და სოფლად რაიმე საქმის წამოწყება მომენდომებინა. სწორედ ამიტომ უნდა მცოდნოდა ყველა დეტალის შესახებ. ისე როგორ?!

პლანეტა კრედო ბანკი

იქვე გზად აღმოვაჩინე, რომ კრედო ბანკს სპეციალური შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა ძირითადად სასტუმროსა და აგრო ბიზნესზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომ ძიება განვაგრძე, თუმცა სულაც არ გამოვრიცხავდი იდეას მოამავალში რომელიმე პლანეტაზე სასტუმრო ამეშენებინა.

სპარკი

დაბრკოლებების გარეშე ხომ სტარტაპერობა წარმოუდგენელია. უჰ, სამწუხაროდ, გზად მეც საკმაოდ ბევრი ბარიერი შემხვდა და პროფესიონალების დახმარება დამჭირდა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ისეთი მეგობრული სააგენტო, როგორიც “სპარკია.” “სპარკმა” სამუშაო სივრცით უზრუნველმყო და ამის გარდა ფინასურ დახმარებასაც დამპირდა. რაც მთავარია, სამომავლოდ ინვესტორებთან შუამდგომლობაც კი შემომთავაზა.

აღნიშნულიდან ყველაზე მეტად ქოუჩინგმა და ტრენინგებმას დამაინტერესა, რადგან ეს სტარტაპერობის პირველი გამოცდილება იყო და მსურდა რჩევები უშუალოდ პროფესიონალებისაგან მიმეღო.

პლანეტა საქართველოს ბანკი

რადგანაც ბანკებამდე მივიდა საქმე, თიბისი ბანკის შემდგომ საქართველოს ბანკის პლანეტაზე დავდგი ფეხი . დავინტერესდი მას რა შემოთავაზება ჰქონდა. გაირკვა, რომ საქართველოს ბანკს აქვსწილობრივი ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპერების დაფინანსებას. გარდა ამისა, საქართველოს ბანკს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საერთაშორისო აქსელერატორ 500 სტარტაპს შორის 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სააგენტოს მხრიდან მოხდა საერთაშორისო აქსელერატორის საქართველოში შემოყვანა.

პლანეტა თიბისი ბანკი

საკმაოდ ბევრი რჩევა-დარიგების შემდეგ ისევ განვაგრძე გზა ჩემს იდეაზე მორგებული გრანტისაკენ მიმავალ გზაზე. ახლა ჯერი თიბისი ბანკის პლანეტაზე მიდგა. თიბისი ბანკის „სტარტაპერით“ დავინტერესდი, რადგან მეგობრებისგან გავიგე თუ როგორ უზრუნველყოფს პროგრამა ტრენინგებით, კონსულტაციებითა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით დაინტერესებულ პირებს.

პლანეტა “აწარმოე საქართველოში”

“აწარმოე საქართველოში” - რა საინტერესოდ და გამომწვევად ჟღერს არა? მეც სწორედ ასე ვიფიქრე და მაშინვე ამ პლანეტას მივადექი, რომელიც თავის თავში 3 კომპონენტს აერთიანებს: ადგილობრივ წარმოებას, ექპორტსა და ინვესტიციებს. ჯერ ექსპორტზე საერთოდ არ ვფიქრობდი, მერჩივნა საქართველოს ბაზარი “დამეპყრო,” თუმცა მაინც არ გამოვრიცხავდი საკუთარი იდეის ქვეყნის გარეთ გატანასაც, რადგან კოსმონავტი ვარ და მასშტაბები დამაბრკოლებლად სულაც არ მიჩნია.

პლანეტა „სტარტაპ საქართველო“

არასდროს ვიღებ გადაწყვეტილებას მარტივად, სანამ არ გავეცნობი ყველა შესაძლო არჩევანს. სწორედ ამიტომ შემდეგ „სტარტაპ საქართველოს“ მივაკითხე, რომელიც15,000-100,000 ლარიან გრანტს მთავაზობდა და პროექტისმაქსიმუმ 49.5%-ის მეწილეც ხდებოდა მაქსიმუმ 10 წლიანი ვადით. რა ჯობია სანდო პარტნიორებს.

პლანეტა "ჯიტა"

რადგან პირველი “ჯიტა” გამოჩნდა სტარტაპ სამყაროში, პირველად სწორედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-ს პლანეტას მივადექი, პროექტის ბიუჯეტის მაქსიმუმ 90%-ით და 100,000 ლარით დაფინანსებას მთავაზობდა. რომელიც . GITA-ს დახმარებით ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე წვდომის საშუალებაც გამიჩნდა, რამაც ფინანსები დამიზოგა და საჭირო გარემო შემომთავაზა სამუშაოდ. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და უამრავი მნიშვნელოვანია რჩევა მივიღე.
ფინანსებთან წვდომა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებთან ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა სტარტაპებისთვის საქართველოში. სტარტაპ ეკოსისტემა ეტაპობრივად იცვლება და ამ დრომდე ყველაზე პოპულარული დაფინანსების საშუალებას, ოჯახს, მეგობრებს და ბანკებს, ფონდები და დონორი ორგანიზაციები ანაცვლებს.

სათაური

სტარტაპები ცდილობენ მაქსიმალურად აიცილონ თავიდან ბანკის სესხი მისი ძვირადღირებულობის გამო. პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში ფინანსური ბაზრების არ არსებობაც. შესაბამისად, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბაზრებს სჭირდებათ განვითარება და სამართლებრივ რეგულაციებს დახვეწა, რათა სტარტაპებმა შეძლონ „იაფი ფულის“ მოპოვება თავისი საქმიანობისთვის.
მცირე და საშუალო ბიზნესის მსოფლიო ფორუმის (World SME Forum) მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ქართველი მეწარმეების 50% მთავარ გამოწვევად სწორედ ბაზარზე წვდომას ასახელებს, 40% მთავარ პრობლემად ფინანსებზე წვდომას, ხოლო 10% ცოდნაზე წვდომას ასახელებს ბარიერად. 2014 წლიდან სახელმწიფომ შექმნა რამდენიმე პროგრამა და სააგენტო, რომელიც საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს.
ecos
ერთ-ერთი ძირითადი ერთეული ამ მიმართულებით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა (GITA), რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. GITA-ს მიზანს სამეწარმეო ეკოსისტემის დახვეწა, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ჯანსაღი საექსპორტო გარემოს შექმნა წარმოადგენს. განსხვავებულ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ მეწარმეებს. პროგრამები ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროექტებზეა ორიენტირებული.
2016 წელს GITA-მ გახსნა „ტექნოპარკი“ თბილისსა და ზუგდიდში, რომელიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ სივრცეს და სტარტაპერებს საშუალებას აძლევს წვდომა ქონდეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე. ტექნოპარკი ასევე გაიხსნა ქ. თელავში.საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) გასცემს შემდეგი ტიპის გრანტებს: მცირე გრანტი ფიზიკური/იურიდიული პირებისთვის - ღონისძიების ორგანიზება, სამგზავრო, პროტოტიპირება - მაქსიმალური გრანტის თანხა აღნიშნულ პროგრამებში 5 000 ლარია.

კოსმო

ახლა შენ იმყოფები კოსმოსში, უკიდეგანო სივრცეში, სადაც ყველა იდეა კარგავს გრავიტაციას და ეძებს სასურველი პლანეტის ორბიტას დასასახლებლად.
სალამი ასტრონავტებს!
მე კოსმო ვარ, შენი ხომალდის კაპიტანი, ამოდი ბორდზე და ერთად ვიმოგზაუროთ სტარტაპ ეკოსისტემის უკიდეგანო სივრცეში. გადავწყვიტე თქვენი მეგზური გავმხდარიყავი იდეებით აღსავსე სამყაროში. იდეის განსახორციელებლად ყველაზე მნიშვნელოვანია რა თუ არა ფინანსები.. მივხვდი,რომ ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩემი მეზობელი რანტი ფინანსურად ვეღარ დამეხმარებოდნენ, ამიტომ ალტერნატიული გზების ძიება დავიწყე და გადავწყვიტე ყველანაირი ინფორმაცია გამეგო საქართველოში არსებულ გრანტებზე.